გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა! – საპროტესტო მარში

4 hours ago 3

„გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები!“ – სწორედ ამ მოთხოვნით იმართება მარში.

საპროტესტო აქციაზე დგანან პატიმრების ოჯახის წევრები. მათ ხელში უჭირავთ ცრუ მოწმე პოლიციელების ფოტოები. ქუჩაში გამოსულები სკანდირებენ “წადი!”.

აქცია პერფორმანსების ფონზე მიმდინარეობს. ახალგაზრდები რამდენიმე წუთით ჩერდებიან ზებრა გადასასვლელებზე და ამ ფორმით აპროტესტებენ ივანიშვილის მოწყობილ რეპრესიებს. აქციის მონაწილეებმა გზაზე საქართველოს გიგანტური დროშაც გაშალეს.

მსვლელობის მონაწილეები მოუწოდებენ ოლიგარქის პოლიციელებს, უარი თქვან უკანონო დავალების შესრულებაზე.

სრულად წაკითხვა