"გადავდივართ ახალ ეტაპზე", "დავსახეთ შეტევის სტრატეგია" - პრეზიდენტი

10 hours ago 2

“გადავდივართ, ყველანი ერთად ახალ ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნისა - რასაც ჰქვია ახალი არჩევნების დანიშვნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას მოჰყვა.

„ამ პირობებში არ შეიძლება, რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი, სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების დანიშვნა... არ არსებობს ისტორიაში, თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა ვარიანტი, რომ გამოხვიდე კრიზისიდან, როცა ნდობა არ არსებობს არჩევნების, როცა ნდობა არ არსებობს ხელისუფლების, როცა ხელისუფლება გადასულია ტყუილებზე იმისთვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, უკვე დასახულია "შეტევის სტრატეგია ყველა მიმართულებით“, რაც გულისხმობს აქტიურ მუშაობას როგორც საგარეო სარბიელზე, ასევე მუშაობას საქართველოში - სამართლებრივი კუთხითაც, რათა არჩევნების უცბად დანიშვნის შემთხვევაში, ყველა მზად იყოს ახალი არჩევნებისთვის.

„ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე, ეს არის სიახლე ამ ეუთოს დასკვნის შემდეგ, რომ აქ დიდი დრო აღარ არის. დიდი დრო მით უმეტეს არ არის, რადგან თვითონ „ქართული ოცნება“ გადასულია, ძალიან აჩქარებული ტემპით ახალი კანონების მიღებას ცდილობს, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ უნდა ყველანაირი ზეწოლა გამოვიყენოთ“, - სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახალი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება სისტემის ჩამოშლამდე უნდა მიიღოს.

„გარედან ძალიან ბევრი იქნება მზად, რომ ჩამოვიდეს და მასზე ზეწოლა განახორციელოს... მე პირადად მზად ვარ, რომ როცა უნდა, შევხვდე“, - თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს, რომ პირადად მიმართოს მომიტინგეებს 22 დეკემბერს, 21:00 საათზე.

სრულად წაკითხვა