მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე კონკრეტულ მძიმე რეალობაზე მიანიშნებს:
“არადა როგორი მარტივია არჩევანი:
ილიაუნის სტუდენტების საქართველო თუ იმ ქალის, “სოციალური დარვინიზმის” გაავებული მაგალითი რომ იყო, ვისზეც იდგა და დგას ყველა სახეობის ფაშიზმი და ქ. ოცნების “ნულოვანი თანაგრძნობის” ლოგიკაც – რომელი აინშტაინები ეგენი მყვანანო, წამლის და გადარჩენის მომლოდინე ბავშვებზე რომ ამოიღრიალა ნაციზმის რიტორიკულ და მენტალურ ტრადიციებში, ქოცურად (თავად “აინშტაინმა” ეტყობა), ავად ვინცაა და ვინც ტკივილს განიცდის, ის რომ უნდა განადგურდეს და არგუმენტი რომ ძალა და ძალაუფლებაა და არა სინდისი!..
გადავრჩეთ და გადავარჩინოთ თუ ვდეგრადირდეთ და ქოცობაში ჩავკლათ მომავალი?!” – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

10 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·