„გადავწყვიტე, კვლავ, უკვე მესამედ მეშიმშილა. სხვანაირად აქ ბრაზი როგორ უნდა გამოხატო აბა?“ – პატიმარი რეზო კიკნაძე

3 hours ago 2

პატიმარმა რეზო კიკნაძემ “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნად ციხეში შიმშილობა დაიწყო.

აქ ხომ პროტესტის გამოხატვის და ბრძოლის ერთადერთი საშუალება, შიმშილობა შეგვრჩა – წერს რეზო კიკნაძე ციხიდან “პირველებისთვის” გამოგზავნილ წერილში და ამბობს, რომ “ბოლო დროს ბევრი რამ დაგროვდა”:

„ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო გუშინ, 84-ე საკანში. ტელევიზორი გვქონდა ჩართული, მე წიგნს ვკითხულობდი, როცა TV პირველიდან ხმა ჩამესმა – “ქალბატონი მზია, 7 დღეა, შიმშილობსო. მაშინვე ბრძოლა წავიდა ჩემს თავში. მეც ხომ არ შევუერთდე ხვალიდან, კარგი იქნება, სოლიდარობას გამოვუცხადებ თან იქნებ სხვებიც აგვყვნენ. აქ ხომ პროტესტის გამოხატვის და ბრძოლის ერთადერთი საშუალება, შიმშილობა შეგვრჩა. 

სხვებიც რომ აგვყოლოდნენ, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე ჩემი უნდა გამეკეთებინა. უსამართლო მოსამართლეებმა 80 კაციანი ბანკეტი, ჭამა-სმა და ღრეობა მოაწყვეს უდანაშაულოთა დაღუპვის ფონზე. ჰოდა, ამის ფონზე მე ციხეში ვიშიმშილებ. 

ბევრი რაღაც დაგროვდა ბოლო პერიოდში – ქალბატონი მზიას საქმე, ანუ ქალ ჟურნალისტებზეც გადავიდნენ. 616 გაურკვეველი დოსიეს მქონე პატიმრის შეწყალება, მაშინ როდესაც უდანაშაულოები საკნებში ჩაგვყარეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. იმ 616 კაციდან კი ვინ რა დააშავა, ან რით დაიმსახურა ამნისტია, რატომღაც დაფარულია. საკმაოდ დიდ ეჭვს აჩენს – იქნებ ტიტუშკების მარაგი აქვთ შესავსები. 

ყოველ დღე სხვადასხვა ლოკაციებზე თავს ესხმიან მშვიდობიან დემონსტრანტებს, პოლიტიკოსებს, ქალებს, კანონის ფარგლებში გაფიცულებს. მთავრობის მიგზავნილი ზონდერები და პოლიციის რეაგირება ნულია. ასევე, რუსული კანონის აქციებზე 400 ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, მისჯილი წლები და დაკარგული ახალგაზრდობა  და რისთვის ჯართზე?, არმატურისთვის?

ამდენი უსამართლობის ფონზე, თავს ვერ მივცემდი უფლებას, ჩვეულებრივ გამეგრძელებინა თუნდაც აქაური ცხოვრება, მეჭამა და მესვა, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ამიტომ გადავწყვიტე, კვლავ, უკვე მესამედ მეშიმშილა. სხვანაირად აქ ბრაზი როგორ უნდა გამოხატო აბა? კარგი იქნებოდა სხვებიც ამყოლოდნენ და საერთო პროტესტის ფორმა მიგვეცა, ტალღა აგვეგორებინა.“

რეზო კიკნაძეს კიდევ ერთი სასმართლო პროცესი 6 თებერვასლ ჩაენიშნა – რეჟიმის ტყვე წერს, რომ რაღაც 25 ნოემბერს ქვის ტარებას ედავებიან.

მებრძოლეთ რამდენიც გინდათ, ამ ბრძოლას შევეწირები და უსამართლობის მხარეს მაინც არ დავდგები. ვერ გამტეხთ! – ეუბნება ივანიშვილის რეჟიმს სინდისის პატიმარი.

სრულად წაკითხვა