WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, ტვ პირველთან, კაზინოებთან დაწესებულ შეღავათებზე საუბრობს და ამბობს:

მე არ მახსოვს ასეთი რამ [კონსულტაციების გავლაზე] რომ ყოფილიყო ჩვენთან, მაგასთან დაკავშირებით,  საერთოდ არა. რაღაც პლანტაციების გაშენებაც კი იყო და ეკლესიამ თავისი სიტყვა თქვა, ამასთან დაკავშირებით, მერე კი როგორღაც გადაიფიქრეს. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვერაფერს, რადგან მართლა არ მაქვს ინფორმაცია. ეს არის ქვეყნის უბედურება, რომ დავუშვათ, სხვის უბედურებაზე ვიღაცები მდიდრდებიან და რაღაც საშინელება ხდება, ზოგი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, როცა ყველაფერს წააგებს. ეს არის ეშმაკის ბორბალი, საშინელება, რომელი ისეთი ქვეყანა ჩვენა ვართ, რომ კაზინოებით გაივსოს ქვეყანა. მე გაოცებული ვარ, როდესაც 88 მილიარდის შემოსავალი აქვს დავუშვათ მფლობელებს… მე არ ვიცი, არ ვერკვევი მასეთ რაღაცებში, ეს არის ქვეყნის უბედურება, როგორმე უნდა მოხდეს, რომ გადაიფიქრონ და ხელახლა გავიდეს პარლამენტში ეგ საკითხი და იგნორირება გაუკეთონ, – აცხადებს ცურტაველი მიტროპოლიტი.

პარლამენტმა, დაჩქარებული წესით კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში 26 ოქტომბერს დაიწყო და პირველი, მეორე და მესამე მოსმენით 27-28 ოქტომბერს დამტკიცდა.