“გაერთიანებისა და შეერთების მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს“ – ზურაბიშვილი

2 weeks ago 5

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

“დემოკრატიაში არსებობს ერთი კანონი და დემოკრატიის მთავარი განმსაზღვრელი და ეს არის ხალხის ნება. როდესაც ხალხის ნება ვერ გამოიხატება იმ ერთადერთი ფორმით, რაც არსებობს დემოკრატიულ წყობაში – არჩევნები, როდესაც ხალხს აქვს განცდა, რომ წაართვეს არჩევნები და ხმა, მაშინ ძნელია ისაუბრო გაერთიანებაზე. მაგრამ რჩება პრეზიდენტის როლი, რომ გახდეს ამ გაერთიანებისა და შეერთების გზა და ასეთი გზა არსებობს მხოლოდ ერთი – ხელახალი არჩევნების. ჩატარებულმა არჩევნებმა გამოიწვია ის, რაც ვნახეთ – მასიური პროტესტი და ხალხი ვერ ხედავს, რომ არა მხოლოდ მისი ხმა იყო ასახული, არამედ ის რაც მოხდა არჩევნების შემდეგაც. ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა აირჩია, ერთპარტიული მთავრობა. პრაქტიკულად მთელი ქვეყანა არის ერთი პარტიის ხელში“, – განაცხადა

სრულად წაკითხვა