WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში, „გაეროს ჰეპატიტის ელიმინაციის მეგობართა ჯგუფის“ მეხუთე ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით გლობალური ერთობლივი მოქმედების გაძლიერების საკითხს მიეძღვნა.

„შეხვედრაში მონაწილეობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სულაბერიძემ მიიღო

ლელა სულაბერიძემ სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება საქართველოში C და B ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული შედეგების საერთაშორისო ვალიდაციისთვის ემზადება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი, ოქროს დონის (Gold Tier) ვალიდაციის მიღებას გეგმავს.

ვიტამინი D3 — Sheni Labs

Sheni Network

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის მთავარი მიზანი, ქვეყნებს შორის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაა, რათა დაჩქარდეს ვირუსული ჰეპატიტების, განსაკუთრებით B და C ჰეპატიტების ელიმინაცია.

ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები, ჰეპატიტის ელიმინაციაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების სპეციალისტები ესწრებოდნენ.

ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი კონკრეტულ მაჩვენებლებშიც აისახება. C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88.5% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოსტირებული პაციენტების 87.1%-ს დაწყებული აქვს მკურნალობა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს.

მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული B ჰეპატიტის მიმართულებითაც. საქართველომ უკვე შეასრულა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული მიზნები – ბავშვებში B ჰეპატიტის გავრცელება 0.03%-ს შეადგენს, ახალშობილთა დაბადებისას B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოცვამ 95.5%-ს მიაღწია, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი 90.5%-ია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.