გაეროს ექსპერტები: პროტესტს მოჰყვა სასტიკი პასუხი სახელმწიფოსგან. ...რეპრესიები შესაძლოა გაძლიერდეს...

1 week ago 1

13 დეკემბერს გაეროს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკა საქართველოში, ვინაიდან მთავრობა ცდილობს ჩაახშოს სპონტანური, სახალხო პროტესტი ქვეყანაში.

ამის შესახებ ვკითხულობთ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

„ვხედავთ ყოველდღიურ ძალადობას სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მასობრივ თვითნებურ დაპატიმრებებსა და კრიმინალიზაციას, აგრეთვე მთავრობისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებულ მადისკრედიტებელ კამპანიას, საპროტესტო აქციების მონაწილეთა სტიგმატიზაციისა და დაშინებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისა“ - აცხადებენ გაეროს ექსპერტები.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროტესტი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლის შეჩერების შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ. პროტესტს მოჰყვა სასტიკი პასუხი სახელმწიფოსგან. ყოველდღიურად ვრცელდება მშვიდობიან მოქალაქეებზე ნიღბიანი პოლიციის ძალადობრივი თავდასხმების, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის არასათანადო გამოყენების ამსახველი მასალა. „საპროტესტო აქციები დიდწილად მშვიდობიანია, მიუხედავად ცნობებისა, რომ მომიტინგეთა ნაწილი მიმართავდა ძალადობას, ძირითადად პოლიციის მიერ ძალის გამოყენების პასუხად“.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იშველიებს დაკავებულებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლის შესახებ საქართველოს შსს-სა და სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას 10 დეკემბრის მდგომარეობით. „მომიტინგეებს მასობრივად ასამართლებენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სასამართლოები. თუმცა, სრულიად დაუსჯელია სახელმწიფოს ძალების მხრიდან განხორციელებული თავდასხმები“.

გაეროს ექსპერტები აცხადებენ: „სერიოზული და მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატვის, გაერთიანების, შეკრების თავისუფლებისა და უფლებადამცველებისთვის სივრცის შეზღუდვას, განსაკუთრებით 2023 წლის თებერვლის შემდეგ, როცა ხელისუფლებამ პირველად წარმოადგინა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი. თუმცა, ბოლოდროინდელი თავდასხმებით ჩანს, რომ მთავრობა კიდევ უფრო მიუახლოვდა განსხვავებული აზრის სრული მასშტაბით ჩახშობას, რაც შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებმა, რომლებიც საპროტესტო აქციების შეზღუდვებს გაზრდის“.

„სერიოზულად გვაშფოთებს ის, რომ რეპრესიები შესაძლოა გაძლიერდეს, განსაკუთრებით 14 დეკემბერს დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებამდე. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოს კურსი და შეეცადოს ეროვნული შერიგების მიღწევას, ადამიანის უფლებათა სრულად დაცვის უზრუნველყოფით“.

გაეროს საგანგებო მომხსენებლებს აქვთ კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან მათთვის შემაშფოთებელ საკითხებზე. ისინი მიუთითებენ ადრინდელ კომუნიკაციაზე ხელისუფლებასთან, რომელიც შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებას, მათ შორის უფლებადამცველების მდგომარეობაზე გაეროს საგანგებო მომხსენებლის 2024 წლის მარტის ანგარიშზე. გაეროს ექსპერტებმა გამოხატეს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ნება.

გაეროს ექსპერტები არიან: მარი ლოულორი, უფლებადამცველების მდგომარეობაზე საგანგებო მომხსენებელი, ჯინა რომერო, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებაზე საგანგებო მომხსენებელი, ირენ ხანი, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაზე საგანგებო მომხსენებელი.

გაეროს საგანგებო მომხსენებლები არიან ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო პროცედურების ნაწილი. საგანგებო პროცედურები - გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემის დამოუკიდებელ ექსპერტთა უდიდესი უწყება არის საბჭოს ფაქტების დამდგენი და მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმების საერთო სახელწოდება, რომლებიც მთელ მსოფლიოში მუშაობენ ცალკეული ქვეყნის სპეციფიკურ სიტუაციებსა და თემატურ საკითხებზე. საგანგებო პროცედურების ექსპერტები მუშაობენ ნებაყოფლობით საფუძველზე. ისინი არ არიან გაეროს თანამშრომლები და არ იღებენ ხელფასს თავიანთი საქმიანობისთვის. ისინი დამოუკიდებლები არიან ნებისმიერი მთავრობისა და ორგანიზაციისგან და მსახურობენ ინდივიდუალურ საფუძველზე

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი
ასევე ნახეთ:
სრულად წაკითხვა