გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული ალექსი თირქია ხელოვნური კომიდან ბოლომდე გამოვიდა

5 days ago 4

აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავებული 22 წლის ბიჭი, ალექსი თირქია, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული ხელოვნური კომიდან ბოლომდე გამოვიდა. მას დღეს რეანიმაციული განყოფილებიდან ინტენსიურ განყოფილებაში გადაიყვანენ. ინფორმაცია ჯგუფ “დაიტოვეში” ვრცელდება.

არსებული ინფორმაციით, მას ფრაგმენტული მეხსიერების პრობლემები აქვს. თუმცა ექიმების განცხადებით, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დრო და რეაბილიტაციაა საჭირო.

ალექსი თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული აქვს მოხვედრილი.

ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ის ინგოროყვას კლინიკაში 3 დეკემბრიდანაა მოთავსებული.

სრულად წაკითხვა