242
„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს:
„ხვალ – 29 ოქტომბრის 12:00 სთ-დან 31 ოქტომბრის 12:00 სთ-მდე ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით გაზმომარაგება გლდანში 19 000 აბონენტს შეუწყდება.
გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 31 ოქტომბერს 10:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 საათისთვის.
ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
თუ იგრძენით გაზის სუნი დარეკეთ მითითებულ ნომრებზე:ცხელი ხაზი: +995 32 2404004სწრაფი რეაგირების სამსახური 114“,- ნათქვამია განცხადებაში.

 1 day ago
                        6
                        1 day ago
                        6
                    
 
     
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·