გაიზარდა რუსთველზე დაკავებულთა რაოდენობა - დაკავებულებს შორის არის ოცნების დეპუტატის შვილი

12 hours ago 3

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20-მდე გაიზარდა რუსთაველზე დაკავებული დემონსტრანტების რაოდენობა, რომლებიც სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებდნენ. პარტია დროას ცნობით, დაკავებულთა რიცხვი 22-ია. ადგილზე მყოფი აქტივისტების ცნობით, დაკავებულთა რაოდენობა უკვე 24-ია.

შემთხვევის ადგილას გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია დემონსტანტებს სთხოვს "დაიწყნარონ ნერვები" და ტროტუარებზე აკავებს მოქალაქეებს, მათ შორის ქალებს. დაკავებულებს შორის არის ანა ჩრდილელი, თბილისის საკრებულოს დეპუტატის კანდიდატად ქართული ოცნების სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილი. ჩრდილელი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (2012 და 2016 წლების) დეპუტატია.

დაკავებულთა სია დროას მონაცემებით 17:50 წუთისთვის ასეთია:

1. შუშანა მაცაბერიძე
2. თამარ ფერაძე
3. ბექა პაპაშვილი
4. თქთია აფრიამაშვილი
5. ალბი კორძაია
6. თიკა პატარაია
7. დათა ქაშიაშვილი
8. დავით სეხნიაშვილი
9. ლუკა ჭოხონელიძე
10. ნენე გაბელაია
11. ლაშა დგებუაძე
12. ნიკა კორძაძე
13. ანა ჩრდილელი
14. მარიამ უძილაური
15. ნინო ნაჭყებია
16. მარიამ ცომაია
17. რუსუდან მაღრაძე
18. ანი ჭინჭარაული
19. დავით გუნაშვილი
20. ნუცა მაღრაძე
21. შალვა ბაღდოშვილი
22. თამარ გოგოლაძე

სრულად წაკითხვა