სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან საპროტესტო აქციაა. იქ მისული აქციის მონაწილეები შენობაში შევიდნენ. ისინი იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ:
„გაიფიცეთ, არ აქვს მნიშვნელობა, ვის როგორი პოლიტიკური შეხედულება აქვს, ეს თქვენი უფლებაა“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.
იუსტიციის სახლში შესულ აქციის რამდენიმე მონაწილეს იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა და დაცვის წევრებმა შენობა დაატოვებინეს და შესასვლელი, მცირე ხნით, ყველასთვის გადაკეტეს.