“გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე, რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში” – 22 წლის ალექსი თირქიას ოჯახი

1 week ago 6

ოჯახის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავებულმა 22 ალექსი თირქიამ გაიღვიძა და ყველაფერზე რეაგირებს. ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია.

“სასიხარულო ამბავი გვაქვს…ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე…რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით..თუმცა ,ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება,” – წერს ოჯახის ახლობელი.

ალექსი თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.

ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ის 3 დეკემბრიდან ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. ალექსი თირქია მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა

სრულად წაკითხვა