ნიკა კუბლაშვილი უნიკალური ხმით უნიჭიერესი მომღერალია, ის 17 წლისაა და ლაგოდეხის მკვიდრია.
ნინი შერმადინი, მომღერალი:
“გაიცანით ნიკა კუბლაშვილი, 17 წლის, ლაგოდეხიდან! დაუჯერებელი და გაუგონარი ხმაა… ეს ის მოვლენაა, საუკუნეებში ერთხელ რომ იბადებიან ღვთიური ნიჭით დაჯილდოვებულნი! ყველა გადაცემაში და ყველა კონკურსში უნდა ჩანდეს. ეს ის ბავშვია, ვისი ხმაც მსოფლიომ უნდა გაიგოს! წარმატებები და ღმერთმა დაგლოცოს, ოქროს ბიჭო!”