გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა

1 day ago 2

ტრაგედია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში – გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად 5 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია, რის შედეგადაც სახლს ცეცხლი მოედო. არსებული ინფორმაციით ადგილზე არ მისულა სახანძრო სამსახური
ბავშვები, რომელთაგან ყველაზე უფროსი 7 წლისაა, უმცროსი კი რამდენიმე თვის, ადგილზევე დაიღუპნენ. დაშავებული ქალი სამკურნალოდ გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი
ფოტო: აფხაზეთის საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრი

სრულად წაკითხვა