WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის “კანონპროექტს” განიხილავს. სანაცვლოდ მათ ე.წ. მოქალაქეობის მინიჭებას ჰპირდებიან.გამოცემა abkhazeti.info-ს ინფორმაციით, “საკანონმდებლო ცვლილებები” ე.წ. პარლამენტში განსახილველად უკვე შეტანილია და დოკუმენტში ნათქვამია: “აფხაზური ეროვნებისა და გვარის აღდგენის უფლება მიეცემათ იმ უცხოელებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთში და არიან ეთნიკური აფხაზები, ან იმ პირთა პირდაპირი შთამომავლები, რომლებმაც XIX–XX საუკუნეებში გატარებული ანტიაფხაზური ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგეს აფხაზური ეროვნული კუთვნილება“. როგორც აცხადებენ, ეს ცვლილება შეეხება დაახლოებით 30 ათას ადამიანს, რომლებსაც “2011 წელს ჩამოერთვათ აფხაზური ე.წ. მოქალაქეობა იმ საბაბით, რომ მათ მეორე – საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ.