გალის რაიონში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა

1 day ago 1

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე, გალის რაიონის გამგებელი [დე ფაქტო], კონსტანტინე ფილია მივიდა.

სრულად წაკითხვა