რატომ გადაწყდა ამ სლოგანის შერჩევა, ამის გარკვევას რადიო თავისუფლება დედაქალაქის მერიაში ცდილობს. როგორც წესი, სლოგანთან დაკავშირებით მერი, კახა კალაძე საუბრობს ხოლმე.
თერთმეტი დღეა დედაქალაქის ცენტრში არ წყდება ათასობით ადამიანის პროტესტი - მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველ პარტიაში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
თავისუფლების მოედანი პარლამენტის შენობიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს. ყოველ საღამოს, როცა ათასობით ადამიანი გამოდის ქუჩაში, პოლიციას გამოჰყავს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მანქანები და სხვა საპოლიციო ძალები. ისინი ყოველ ღამე შლიან რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს, მათ ნაწილს კი იჭერენ.
გასულ წლებში დედაქალაქის საახალწლო სლოგანები იყო:
- 2018 წელს - სიცოცხლით სავსე ქალაქი;
- 2019 წელს - სიყვარულით სავსე ქალაქი;
- 2020 წელს - ისტორიით სავსე ქალაქი;
- 2021 წელს - სოლიდარობით სავსე ქალაქი;
- 2022 წელს - გვიყვარდეს ერთმანეთი;
- 2023 წელს - მშვიდობის ქალაქი;
- 2024 წელს - ევროპული ქალაქი.
მასალა განახლდება