„გამიფრინდა ჩემი ბედნიერება“ – ანრი ჯოხაძეს დედა გარდაეცვალა

13 hours ago 5

„გამიფრინდა ჩემი ბედნიერება“ - ანრი ჯოხაძეს დედა გარდაეცვალაკომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. „გამიფრინდა ჩემი ბედნიერება. მიყვარხარ, დედა“, – დაწერა მუსიკოსის შვილმა, მომღერალმა ანრი ჯოხაძემ.

„დღეს ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი დადუმდა… წავიდა ადამიანი, რომელმაც გამზარდა, დამიცვა, მასწავლა, როგორ უნდა გიყვარდეს უანგაროდ და როგორ აკეთო სიკეთე ჩუმად, გულით. ჩემი ბებიკონა იყო ჩემი სიმშვიდე, ჩემი სიცილი, ჩემი ბავშვობა და ჩემი ძალა.

მის ხელებში ყველაფერი უსაფრთხო იყო, მის ხმაში ნუგეში, მის თვალებში უსაზღვრო სიყვარული. შენ გარეშე ცხოვრება სხვანაირია, ბე.

მადლობა, ჩემო ბებიკონა იმ კეთილი საქმეებისთვის, რომელებიც მხოლოდ შენ შეგეძლო,  შენებურად გექნა… შენს სიყვარულს დრო ვერასდროს წაიღებს. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული“, – წერს კომპოზიტორის შვილიშვილი, მარიამ მარიამ ხარაძე.

„სარკე“ უსამძიმრებს კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძის ოჯახს

სრულად წაკითხვა