ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ნაცვლიშვილი:
ხალხო, თუ იცით, რეალურად რამდენი ხმის გაყალბებას გვაბრალებენ? ვვარაუდობ, 300.000 დაასახელებთ. ასე დამკვიდრდა და იმიტომ. განა 300.000 ხმა ცოტაა და განა არ არის საკმარისი ამ უსინდისო და ლუზერი ოპოზიციის დასაცინად, მაგრამ ელემენტარულ არითმეტიკას თუ მოიმარჯვებთ, უფრო მაგრად გაცინებთ – რეალურად 475.000 ხმის გაყალბებას გვედავებიან.
აბა, გამომყევით:
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ოცნებამ 40% მიიღო და 13% გააყალბა.
თუ ოცნებამ 40% აიღო, გამოდის, რომ ყველა დანარჩენ პარტიას, ჯამში, 60% აუღია.
ცესკოს მონაცემებით, ოცნების გარდა ყველა სხვა პარტიამ (გადალახულ-გადაულახავმა) ჯამურად მიიღო 956.726 ხმა;
თუ 956.726 ხმა 60%-ს შეადგენს, მაშინ 100% შემდეგი გაანგარიშებით გამოითვლება:
956.726 გავყოთ 60-ზე და გავამრავლოთ 100-ზე, უდრის 1.594.543 ხმას (სად გავიცინოთ, რომ არჩევნებზე მეტი არ მოსულა?!) და ამას რომ ოპოზიციური 956.726 გამოვაკლოთ, გამოდის, რომ ამ დებილების კალკულაციით, ოცნებას 637.817 ხმა აუღია.
ცესკოს დათვლით კი, ოცნებამ 1.120.053 ხმა მიიღო. გამოვაკლოთ ამას 637.817 და გამოდის, რომ ტოპტვინების არითმეტიკით, 474.490 ხმა გაგვიყალბებია.
არ გევიგონო სტოლში სხვა რიცხვი დაასახელოთ დღეის ამას იქით – 474.490 და არცერთი ხმით ნაკლები.
პ.ს. ვაი, თქვენს პატრონს (დიფსტეითს) უბედურს.
პ.ს.ს. მზეთუნახავს არ უთხრათ, თავისი გასჭირვებია