“გამოიკვეთა კონტურები, რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს” – გვარამია ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

12 hours ago 2

კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ “ბევრად მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს”.

“ბევრად მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს. კვლავ ვამბობ, რომ პოლიტიკური სპექტრი არის მნიშვნელოვნად უკან თავისი გადაწყვეტილებებით, ვიდრე არის ხალხი. ეს არც ცუდია, არც კარგი, ეს მოცემულობაა. მაგრამ კარგი რაც არის, სინქრონიზაციაში უნდა მოვიდეს ხალხის პოზიციასთან პოლიტიკური სპექტრის მოქმედების შინაარსიც და დინამიკაც.

ამიტომ, მგონია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა ამ მხრივ დღეს მიღებული, რაც კარგი და სწორია. ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ისაუბრებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ – არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით, არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით და როგორ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილებები მიღებული, ფორმალიზაცია ამ პროცესის”, – თქვა გვარამია.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. შეხვედრა რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

სრულად წაკითხვა