12
ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
,,აბა ერთი წამით დავუშვათ, რომ ივანიშვილმა ამ კონკრეტული წერილისა და შეთავაზების დეტალები საერთოდ არ იცოდა.
ღარიბაშვილი უკვე ხუთწლიანი სასჯელით იჯდა და ის ბრალიც აღიარებული ჰქონდა. აღიარება თუ პოლიტიკიში არ შებრუნების გარანტიაა – ეს უკვე გაკეთებული ქონდა. ასეთ ვითარებაში რატომ იყო საჭირო დამატებით კიდევ ერთი კორუფციული დანაშაულის საკუთარ თავზე აღება? რატომ შეუთვლიდა ამას ბიძინა?
გამორიცავთ, რომ მდინარაძე/კობახიძე იყენებდნენ ივანიშვილის სახელს საკუთარი პოლიტიკური ან პერსონალური ინტერესის გასატარებლად?
ღარიბაშვილი იყო ადამიანი, რომელიც დაპატიმრების შემდეგაც კი არ მიდიოდა ღია დაპირისპირებაზე. პირიქით, ინარჩუნებდა ლოიალობას და ივანიშვილსაც კი საჯაროდ უხდიდა მადლობას. ამიტომ სრულიად შესაძლებელია, მათთვის ღარიბაშვილი ყოფილიყო იდეალური კანდიდატი კიდევ ერთი საქმე შეეტენათბ მისთვის: კაცი, რომელიც უკვე ყველაფერს ითმენდა და რომლისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ შიდა კომუნიკაციის საჯაროდ გამოტანას.
ჩემი ვარაუდია, რომ მდინარაძე/კობახიძემ ასე “მარტივად” გადაწყვიტეს ვიღაცის დიდი კორუფციული სქემა შეეტენათ ღარიბასთვის. ასე იფიქრეს: ღარიბას უკვე აქვს აღიარებული ბრალი აქვს, უკვე ზის ციხეში და ახალი აღიარებით სასჯელიც კი არ ემატება, ისევ 5 წელი რჩება. მისგან თითქოს არაფერს დამატებით არ ითხოვნენ, ისევ 5 წელი უნდა მჯდარიყო. „უბრალოდ“ კიდევ ერთ საქმეს ტენიდნენ – მორჩა. ბიძინას კი ეტყოდნენ, რომ კიდევ ერთი კორუფციული ეპიზოდი გამოვლინდა, ეტყოდნენ რომ ღარიბაშვილმა კიდევ ერთი საქმე აღიარაო, მაგრამ შეკრებითობის პრინციპით ისევ 5 წელი იჯდებაო.
ამასობაში ვიღაცის ტყავი გადარჩებოდა.
კობახიძესა და მდინარაძეს უბრალოდ ვერ წარმოედგინათ, რომ ღარიბაშვილი ამ წერილს ოდესმე გამოაქვეყნებდა.
კობახიძის დღევანდელი ნირწამხდარი სახეც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ივანიშვილმა ეს ამბავი არ იცოდა და გაუსკდათ.
და ბოლოს, ღარიბას რომ ეს არ დაესტატუსებინა ოდესმე როგორ გაიგებდა ამის შესახებ ივანიშვილი?
თუ ეს ვარაუდი მართალია (მხოლოდ ვარაუდია) ახლა საინტერესოა რა საქმეს ტენიდნენ და ვინ არის ამ კორიფციული საქმის ფიგურანტი.“
საერთაშიროსო alia.ge