სოციალურ ქსელში რეჟისორი ქეთი დოლიძე წერს, რომ ანდრო ჭიჭინაძე არაჩვეულებრივი მსახიობია და არაფრის გამო ზის ციხეში.
“ამ გადასარევ ბიჭს პირადად ვიცნობ! რა გინდათ, რა! გამოუშვით ეს ბავშვები ციხიდან გამოუშვით! რატომ?! ეს ბავშვები და ანდრო! ანდრო ჭიჭინაძე, გადასარევი მსახიობი, არაფრის გამო უკვე ლამის მესამე თვეა ციხეშია და სხვა უდანაშაულო ბავშვი“, – წერს ქეთი დოლიძე.