,, გამოჭერილი ხარ და იძულებული ხარ ითამაშო კმაყოფილი რეგვენის როლი, ან კიდევ უარესი – ტენდერებზე ცვლი პირად ღირსებას და ქვეყნის მომავალს” – ნიკა მელია ბიზნესმენებზე

4 hours ago 1

4

ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:

,,რეჟიმი დაკავებულია ვირტუალური რეალობის შექმნით, ვითომ ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, არსებობს მათი მხარდაჭერა და მათი ლეგიტიმაციის მინიმალური საფუძველი მაინც.

ბიზნესესის ჯანსაღი პროტესტის საპირწონედ ვითომ არსებობენ “კმაყოფილი” ბიზნესმენები, რომლებიც ვერ გრძნობებ კრიზისს, მის მასშტაბსა და პრობლემის რეალურად გადაჭრის აუცილებლობას.

თუ დღევანდელ ვითარებაში ვერ ხედავ კრიზისს და მისი გადაჭრის აუცილებლობას, ან მოკლებული ხარ არათუ ალღოს, მიმდინარე პროცესების ადექვატურ აღქმასაც. ან უბრალოდ გამოჭერილი ხარ და იძულებული ხარ ითამაშო კმაყოფილი რეგვენის როლი, ან კიდევ უარესი – ტენდერებზე ცვლი პირად ღირსებას და ქვეყნის მომავალს.

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მრავალმილიონიან ტენდერზე იყიდები თუ გროშებად, თუმნად იხდი თუ მილიონად, მაინც ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟი ხარ.“

სრულად წაკითხვა