საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს წარწერით – “თუ ფლობთ ინფორმაციას სასწავლო პროცესის შეფერხების თაობაზე გთხოვთ, დარეკოთ სამინისტროს ცხელ ხაზზე”.
რისთვის სჭირდება უწყებას ინფორმაცია და რა ზომების გატარებას აპირებს გაფიცული სკოლების მიმართ უცნობია.
ცნობისთვის, მეორე დღეა ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლების ნაწილი საერთო სახალხო პროტესტს უერთდებიან და არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ.