როგორც მოგეხსენებათ, UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
UFC-მ P4P-ის რეიტინგი განაახლა, სადაც მერაბ დვალიშვილი მე-5 ადგილს იკავებს, ილია თოფურია კი მე-4 ადგილზეა.
საგულისხმოა რომ, P4P-ის ათეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი საქართველოსა და ბრაზილიას ჰყავს. 5-ეულში კი საქართველო დომინირებს.
ცნობისთვის, დვალიშვილის მომდევნო მეტოქე დიდი ალბათობით შონ ო’მალი იქნება.