წაკითხვა: 85
2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც 30 მილიარდ 760 მილიონით განისაზღვრება, სამინისტროების დაფინანსება ასეთი იქნება:
„ჯანდაცვის სამინისტრო 9 მილიარდ 668 მილიონ ლარს აჭარბებს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტი იქნება, ხოლო კულტურის სამინისტროს დაფინანსება 365 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე გამოყოფილია 325 მილიონი ლარი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 113 მილიონ ლარს აჭარბებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონი ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 133 მილიონ ლარამდე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 928 მილიონ ლარზე მეტი.
ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 130 მილიონ ლარს, იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 443 მილიონ ლარზე მეტი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის კი 225 მილიონი ლარი. თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 მილიარდ 890 მილიონი ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 1 მილიარდ 547 მილიონი ლარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

1 day ago
4








English (US) ·
Georgian (GE) ·