განსაკუთრებული ჯილდო - რას მიიღებს ლეო მესი ჯო ბაიდენისგან

1 month ago 13

ცნობილმა გამოცემა "CBS"-მა "ინტერ მაიამის" ფეხბურთელზე, ლიონელ მესიზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტისგან, ჯო ბაიდენისგან განსაკუთრებულ ჯილდოს მიიღებს. 

კერძოდ, ლეგენდარული ფეხბურთელი "მშვიდობის საპრეზიდენტო მედლით" დაჯილდოვდება. 

საგულისხმოა, რომ შეერთებულ შტატებში ეს ჯილდო უმაღლეს სამოქალაქო ღირსებად ითვლება. 

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი აშშ-ში 2023 წლის ზაფხულის შემდეგ ასპარეზობს.

სრულად წაკითხვა