„განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გასვლა ვარჩიეთ” – მერიკო გუბელაძე „კაკლების“ მართვიდან გასვლაზე

6 days ago 3

5

შეფმზარეული მერიკო გუბელაძე “კაკლების” მართვიდან გავიდა. როგორც მან BMG-ის განუცხადა, მიზეზი პოლიტიკური თემაზე განსხვავებული მოსაზრებები იყო.

„რესტორნის მენეჯმენტის და რესტორნის მფლობელების განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, გასვლა ვარჩიეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვერ შევთანხმდით.

სხვა რესტორნებში [“შავი ლომი”, “ნინიას ბაღი”, “კაფე ლეილა”] პარტნიორები არ გვყავს, ჩვენ ვართ. შესაბამისად, გადაწყვეტილება მხოლოდ „კაკლებს ეხება“, – განუცხადა bmg-ის მერიკო გუბელაძემ.

მენეჯმენტის ცვლილებაზე რამდენიმე წუთის წინ ინფორმაცია რესტორან „კაკლების“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა:

„ძვირფასო სტუმრებო,

არსებული მენეჯმენტი რესტორნიდან გავიდა, მაგრამ გემრიელი კერძები დატოვა.

წარმატებები კაკლებს!“ – წერია რესტორნის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

სრულად წაკითხვა