WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

12

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაზარლოში 35 წლის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებას სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებისას ავტომობილის სახურავზე ავიდა და იმუქრებოდა, რომ სამართალდამცველების მიახლოების შემთხვევაში თავს დაიზიანებდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ადგილზე პოლიციის მობილიზებაც ჩანს. საბოლოოდ სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის ფაქტსა და ერთი პირის დაკავებას ადასტურებს.