გარდაიცვალა ისმაილიტ მუსლიმთა სასულიერო ლიდერი, აღა-ხან IV

2 hours ago 2

ლისაბონში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსლიმან-ისმაილიტების სასულიერო ლიდერი აღა-ხან IV, რომელსაც ისმაილიტები წინასწარმეტყველ მუჰამედის პირდაპირ მემკვიდრედ მიიჩნევენ.

აღა-ხანმა ეს ტიტული 20 წლის წინ, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. იგი იყო დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, შვეიცარიისა და პორტუგალიის მოქალაქე. 1964 წელს აღა-ხანი ინსბრუკში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში სამთო-სათხილამურო შეჯიბრზე ირანის ნაკრებს წარმოადგენდა.
იმამი აცხადებდა, რომ ისლამი არ მოითხოვს მორწმუნეთაგან ასკეტურ ცხოვრებას. ის ცნობილი იყო მდიდრული ცხოვრების წესით, გატაცებული იყო დოღის ცხენებით, ხოლო მისი ქონება, სხვადასხვა შეფასებით, 1-დან 13-მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა.
აღა-ხან IV-ის ოჯახი აკონტროლებს მსხვილ საერთაშორისო ბიზნესსა და საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის წლიური ბიუჯეტი მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ორგანიზაცია აშენებს სკოლებს ღარიბ მუსლიმანურ ქვეყნებში, ხოლო ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში აფინანსებს ცენტრალური აზიის უნივერსიტეტს.

ისმაილიტები შიიტ მუსლიმთა უმსხვილეს სექტას წარმოადგენენ. ამ შტოს განეკუთვნება რამდენიმე მილიონი მორწმუნე, ძირითადად ავღანეთში, ირანში, დასავლეთ აფრიკასა და ტაჯიკეთში.

სრულად წაკითხვა