ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 76 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მუსიკოსი და მსახიობი მანანა მენაბდე.
მანანა მენაბდე 1948 წელს დაიბადა მომღერლების, ქართული ქალაქური რომანსის ჟანრის ფუძემდებლების, დები იშხნელების ოჯახში. კარიერის დასაწყისში თანამშრომლობდა ორკესტრ "რეროსთან", სწავლობდა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში.
1983 წელს მისი მუსიკალური ნაწარმოებები რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ გამოიყენა ფილმში "დღეს ღამე უთენებია", რომელშიც მანანა მენაბდე თვითონვე ასრულებს საკუთარ სიმღერებს.
1991 წელს მანანა მენაბდე გერმანიაში წავიდა საცხოვრებლად - იქ, მუსიკალური საქმიანობის გარდა, იწყებს ლიტერატურულ საქმიანობასაც. თანამშრომლობს ქართულ ფოლკლორულ ჯაზ კოლექტივ "შინთან." მომდევნო წლებში ნიკა მაჩაიძესა და გოგი ძოძუაშვილთან ერთად წერს ერთობლივ ალბომს.
2004 წელს რუსულმა გამომცემლობა „აზია+-მა" რუსულ ენაზე გამოსცა მანანა მენაბდის იგავების წიგნი „და დრო გადიოდა...“
ბოლო წლებში მანანა მენაბდე საქართველოში ცხოვრობდა.