სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. გოგონა თურქეთში გადაიყვანეს… თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბლოგერი შოთო სიხარულიძე წერს, რომ ლილეს მშობლებმა შვილის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა:
“უბედური შემთხვევის შედეგად მდინარეში ჩავარდა. ანგელოზებთან გაფრინდა ჩვენი გოგო, ვერ გაუძლო ლილეს გულმა.
ლილეკუნა… ანგელოზი შეუერთდა ანგელოზებს. სიტყვები უძლურია უფალმა გამძლეობა მოგცეთ, სიტყვები ზედმეტია. ვუსამძიმრებ მშობლებს, გამძლეობას ვუსურვებ.
შენმა დედიკომ და მამიკომ ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს… ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა… დედიკოს და მამიკოს როგორ გაუფრინდი ასე უცბათ ზეცაში.
ნუთუ მიწას არ შერცხვება ამ პატარა ანგელოზის? მიწამ როგორ უნდა მიიღოს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან. მხოლოდ რკინად და ლოდად უნდა იქცე ამ ტკივილს რომ გაუძლო”, – დაწერა შოთო სიხარულიძემ.
წყარო: resonancedaily. com

2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·