WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ამერიკელი სუპერმოდელის, სინდი კროუფორდისა და ბიზნესმენ რანდე გერბერის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ცნობით, გერბერი 20 სექტემბერს, სარეაბილიტაციო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

„ოჯახისთვის უკიდურესად მძიმე პერიოდში პირადი სივრცის პატივისცემას ვითხოვთ“, – ნათქვამია ოჯახის წარმომადგენლის განცხადებაში.