ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი, ჟან-მარი ლე პენი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლე პენმა ულტრამემარჯვენე პარტია “ეროვნული ფრონტი” 1972 წელს დააარსა, გადადგომის შემდეგ კი პარტიის ლიდერი მისი შვილი, მარინ ლე პენი გახდა.
ჟან-მარი ლე პენი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, გულის პრობლემების გამო კლინიკაში მკურნალობდა.