გარდაიცვალა ჯორჯო არმანი

5 days ago 1

გარდაიცვალა მოდის იტალიელი დიზაინერი, მოდის გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და სახელი ჯორჯო არმანი. ის 91 წლის იყო.

ჯორჯო არმანი სახლში გარდაიცვალა. 2025 წლის ივნისში მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პირველად გამოტოვა მილანის მოდის კვირეული, რომელზეც 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის მამაკაცის ტანსაცმლის ჩვენება გაიმართა. ის ამ თვეში მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გეგმავდა მასშტაბურ ღონისძიებას, თავისი მოდის სახლის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად.

გარდაცვალების დროს არმანის მოდის იმპერია 10 მილიარდ დოლარზე მეტად იყო შეფასებული. ტანსაცმელთან ერთად ის მოიცავდა აქსესუარებს, სახლის ავეჯს, სუნამოებს, კოსმეტიკას, წიგნებს, ყვავილებს და შოკოლადებსაც კი.

ჯორჯო არმანი Emporio Armani-ის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის წარდგენისას მილანის მოდის კვირეულზე. 19 სექტემბერი, 2024.

ჯორჯო არმანი Emporio Armani-ის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის წარდგენისას მილანის მოდის კვირეულზე. 19 სექტემბერი, 2024.

დიზაინერს ასევე ეკუთვნოდა რამდენიმე ბარი, კლუბი, რესტორანი და საკუთარი საკალათბურთო გუნდი EA7 Emporio Armani Milan-ი, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც Olympia Milano. 1998 წლიდან არმანიმ გახსნა 20-ზე მეტი რესტორანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ორი სასტუმრო - ერთი დუბაიში 2009 წელს და მეორე მილანში 2010 წელს.

სრულად წაკითხვა