WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“გარემოცვის და კადრების შერჩევის მთავარი პრინციპი ივანიშვილისთვის იყო ფულის სიყვარულის ხარისხი და კომპრომატის რაოდენობა” – ლელა ჯეჯელავა

მმართველ გუნდში შექმნილ რეალობაზე მიანიშნებს ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

“გარემოცვის და კადრების შერჩევის მთავარი პრინციპი ივანიშვილისთვის იყო ფულის სიყვარულის ხარისხი და კომპრომატის რაოდენობა. თვითონ პერსაონლურად ამ პრინციპში არსად ფიგურირებდა და სულ არ აინტერესებდა რეალურად მის მიმართ დამოკიდებულება.

ჰოდა ახლა როცა აღმოჩნდა, რომ ზოგს ფული ბიძინაზე მეტად უყვარს და კომპრომატებმაც ძალა დაკარგეს, რადგან უზნეობა დღევანდელ საქართველოში ყოფის ყოველ დღიურ ნორმად იქცა, ნაკერებში რღვევა დაიწყო ქოცურმა “იდილიამ”.

როცა ვარდი არ დაგითესავს, ვარდი აბა როგორ ამოვა?!😊 ძალიან მყრალი სუნი კი აქვს, რაც ამოვიდა😊 პირბადეები მოვიმარაგოთ, რომ როგორმე ამ სუნს გადავურჩეთ, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება წილხვედრში.

როგორც ცხონებული ბებიაჩემი მეტყოდა ხოლმე, როცა სადღაც რაღა ცუდი ხდებოდა, “შორს შენგან ბებიაო!” მადლობა ღმერთს, რომ შორს ვარ🙏“, – წერს ლელა ჯეჯელავას.

“გარემოცვის და კადრების შერჩევის მთავარი პრინციპი ივანიშვილისთვის იყო ფულის სიყვარულის ხარისხი და კომპრომატის რაოდენობა” – ლელა ჯეჯელავა
პარალელი