ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს და ვარაუდებს გამოთქვამს მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით:
“თუ დაუკვირდებით, ბოლო დროს, კობახიძეს სულ პრორუსები კორტნიან. ეგენი მიუსია ბიძინამ. არგუმენტი ჭირდება რუსებისთვის, რატომ ხსნის ბუწუწს.
ძალიან მოსწონთ რუსებს კობახიძე – რუსოფობიაზე და ტრაქტატზე ეგრე ტკბილად და ეგრე რუსული ყურისთვის საამებლად სხვა არავინ ბაასობს, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ანტიდასავლურ მესიჯებს ასე სიტყვასიტყვით და ბეჯითად რუსეთის საგარეო დაზვერვის მესიჯბოქსიდან სხვა ვერავინ იმეორებს.
არადა აღარ უნდა ამ ბიძინაჩვენს ეგ კაცი, აღარ უნდა და მორჩა, მაგრამ რუსებს რა უთხრას? რატომ ვხსნიო თქვენს რჩეულს? ამიტომაც რუსები რომ კარგად იცნობენ და თავისიანად თვლიან, ისეთი ხალხი მიუსია – აი, ხომ ხედავთ თქვენიანებსაც არ ევასებათო.
ხოდა, ძალიანც ნუ ავვარდებით ღარიბაშვილის და მისნაირების ბოდვებზე. გასცხობს მალე პანღურს კობახიძეს ბ–ნი ბიძინა და დამთავრდება ამბავი“, – წერს ნინო ჯანგირასვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
paraleli პოლიტიკა