თბილისის მეტროებში, საიდანაც ორი დღის წინ ადამიანების გატაცებას ცდილობდნენ, გუშინ კი ჩხრეკას და პირადი მონაცემების ჩაწერას, დღესაც გაგრძელდა ადამიანების დევნა და ჩხრეკა.
ადგილზე იყვნენ იურისტები, თუმცა, მათ, უმეტესად, პოლიცია ახლოსაც არ უშვებდა მოქალაქეებთან.
ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ცნობით, დაკავებულია ორი ადამიანი, ერთს ესკალატორზე ჩაყვნენ და ისე წაიყვანეს. მოქალაქე, რომელიც პოლიციის ფორმიანმა პირებმა წაიყვანეს, საქართველოს ჰიმნს მღეროდა.
ხმაური “თავისუფლების მოედნის” მეტროში – პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკს