“როლანდო მეჯიქმა” გოგა ბითაძის მაგარი ისტორია გაიხსენა, რომელსაც მისი მეზობელი იხსენებს:
“გოგა ჩემი მეზობელი იყო საქართველოში. ის დედასთან ერთად ოთახად ქცეულ ავტოფარეხში ცხოვრობდა. ზუსტად მის მოპირდაპირე ქუჩაზე მოედანი იყო, რომელსაც ბავშვები მუდამ ფეხბურთის სათამაშოდ იყენებდნენ. ყოველთვის, როცა ამ მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ მივდიოდი, ვხედავდი როგორ იდგა ის გატეხილ ფართან და საათობით ისროდა ბურთს კალათში.
ასეთი შრომისმოყვარეობის შემდეგ, თუ ვინმე საკალათბურთო წარმატებას იმსახურებს, სწორედ ისაა და მისით ძალიან ვამაყობ”.