“გაუპატიურებით მემუქრებოდნენ”; “მაგას არ განვიხილავ” – სასტიკად ნაცემი ადამიანი და “მოსამართლე”

2 days ago 4

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შშმ ადამიანების უფლებების დამცველი, აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი, რომელიც აქციაზე სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, სამართალდამრღვევად გამოაცხადა და 2200 ლარით დააჯარიმა.

აქტივისტმა სასამართლო დარბაზში მოსამართლეს უთხრა, რომ ნეკნები აქვს ჩატეხილი და ისიც უამბო, როგორ ემუქრებოდნენ შავნიღბიანები გაუპატიურებით, თუმცა მოსამართლემ ჯვარშეიშვილი გააჩუმა და უთხრა, რომ პროცესზე ამ საკითხს არ იხილავდნენ.

“მგონია რომ საბჭოთა კავშირისკენ მივდივართ… დროშა წამართვეს, მეკეთა და მეგონა ვიხრჩობოდი, ისე მომიჭირეს ეს დროშა ყელზე, არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რომელიც მითხრეს, იმიტომ, რომ უკიდურესი შეურაცხყოფა და ფსიქოლოგიური ძალადობა იყო. რაც მოვისმინე ძალიან მძიმე იყო ამის მოსმენა, ადრეც ეს პრობლემა იყო, რომ გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ადამიანებს, ამდენი წლის მერეც რომ იგივეს ისმენ, სხვანაირად გემართება”, – განაცხადა ჯვარშეიშვილმა სასამართლო პროცესზე. 

აქტივისტს ნეკნები აქვს ჩამტვრეული, აღენიშნება ტვინის შერყევა, ასევე აქვს ფეხი ნაღრძობი – ჯვარშეიშვილის თქმით, მას ათობით სეპცრაზმელი წიხლებით უსწორდებოდა. საბოლოოდ, იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა შშმ ადამიანების უფლებების დამცველს მიღებული, რომ ის დროებითი მოთავსების იზოლატორშიც კი ვერ გადაიყვანეს, თუმცა, არც სამკურნალოდ მიიყვანეს კლინიკაში და ხელწერილით გაუშვეს.

მიუხედავად ასეთი ანგარიშსწორებისა, ჯვარშეიშვილი დღეს სასამართლო პროცესზე ყვებოდა, რომ დანებებას არ აპირებს და რომ ქვეყნის ევროპული მოვალისთვის მაინც იბრძოლებს.

გია ჯვარშეიშვილი რუსთაველზე, 1-2 დეკემბრის ღამით დააკავეს.  მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

სრულად წაკითხვა