საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" შემტევი გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელ X-ში განცხადებას ავრცელებს, რითაც გუშინ, საკუთარ სახლში, მომხდარ ძარცვას ეხმაურება.
"გუშინდელი დღის შემდეგ მსურს ყველა დაგამშვიდოთ: თავს კარგად ვგრძნობ, ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია.
მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. კონცენტრირებული ვარ ჩემს მიზნებზე, მალე შეგხვდებით.
გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და ახლობლებს"
- წერს მიქაუტაძე.