„გაფართოება დამსახურებაზე უნდა იყოს დამყარებული“ - პაპუაშვილი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების კონფერენციაზე

1 hour ago 2

სერბეთში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილება მიიღო შალვა პაპუაშვილმა.

მან სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ „ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ გაიღებს ან არა“.

„სამწუხაროდ, დროდადრო, ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები, ან რაც კიდევ უფრო უცნაურია, თავად ბრიუსელი ახალ და მოულოდნელ წინაპირობებს აყენებენ. ასეთი მოულოდნელი მოთხოვნები კანდიდატი ქვეყნების წინსვლას ხელოვნურად აფერხებს“, - თქვა მან.

პაპუაშვილი ამბობს, რომ კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის პარტნიორები არაინ და არა კონკურენტები:

„თავიდან უნდა ავიცილოთ შთაბეჭდილება, თითქოს, კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა პარტნიორები. ასეთი ფრაგმენტაცია მხოლოდ გვასუსტებს. როდესაც პრობლემებს ცალ-ცალკე ვუმკლავდებით, ჩვენი ხმა უფრო სუსტია, ჩვენი გავლენა მცირდება, ხოლო გაფართოების პროცესის გაჭიანურება, პოლიტიზება ან განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება უფრო იოლდება“.

საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, მოლდოვა, სერბეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან. ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში მიღებული კანონებით, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება გამოწვია. მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს თქვა, რომ ხელისუფლება ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდა ევროინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკების გახსნის საკითხს, რადგან ეს საკითხი „შანტაჟისთვის“ გამოიყენებოდა.

ამ განცხადებამ დედაქალაქში ფართომასშტაბიანი პროტესტი გამოიწვია. პოლიციამ დემონსტრაციას რამდენიმე დღის განმავლობაში შლიდა - პოლიცია კამერების წინ ძალადობდა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. დაზიანებები მიიღეს პოლიციამ.

2024 წლის 30 ნოემბერს, აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რამდენიმე თვის წინ კი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათ, ვისაც სამსახურეობრივი პასპორტები აქვთ, ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა შეუჩერა.

სრულად წაკითხვა