გახარია 2019 წლის ჩორჩანის დაძაბულობის გამო ბრალდების სამიზნე გახდა

4 weeks ago 8

საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად კი ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ქმედებებს იძიებს, რომლებიც 2019 წელს ცხინვალის საოკუპაციო ხაზზე, სოფელ ჩორჩანასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციის საგუშაგოს განთავსებას უკავშირდება.

ვახტანგ გომელაურმა, რომელმაც 2019 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გახარია შეცვალა, პროკურატურას ჩვენება 14 ივნისს მისცა. გომელაურმა გადადგომის შესახებ ორი კვირის წინ განაცხადა.

14 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება“. მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

გახარიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ოფიციალური პირები ინფორმირებულნი იყვნენ ამ გეგმის შესახებ და რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა ოკუპირებული ცხინვალის იმდროინდელი დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიერ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის, ჩორჩანას მნიშვნელოვანი ნაწილის მიტაცების მცდელობის შეჩერებას. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბიბილოვი ამ თემას მიმდინარე საარჩევნო კამპანიისთვის იყენებდა და ამტკიცებდა, რომ მიწა ოკუპირებულ რეგიონს ეკუთვნოდა, როგორც გახარიამ აღნიშნა, „1922 წლის ყალბი რუკის“ საფუძველზე.  

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა