12
ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია:
მინდა მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს – ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით სამშობლოს და საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება პოლიციელმა იძალადოს ან გულგრილი იყოს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეზე ძალადობენ და მას დახმარება არ გაუწიოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან კარგად ხვდებით დღეს რა ხდება, რომ დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია ემსახურება არა მოქალაქეს და არა სამშობლოს, არამედ ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს და მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ დღეს იმყოფებით მძევლად ამ ადამიანის ქვეშ და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანი, რომელიც შეძლებს და მოიკრებს ძალას უარი უთხრას ამ მოძალადე დეფაქტო ხელისუფლებას, ისტორიის მადლობას დაიმსახურებს.