გახარიას პარტია აცხადებს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი გრძელდება და ტვ „იმედის“ ინფორმაციას უარყოფს

6 hours ago 3
For Georgia party members during

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ მათი საპარლამენტო ბოიკოტი გრძელდება და უარყოფენ ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას, რომ ისინი დეპუტატის ადგილების დასაკავებლად ემზადებიან.

ტელეკომპანია „იმედმა“ 9 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გახარიას პარტიის თორმეტი ახალი წევრიდან რვამ – რომელთა დეპუტატის უფლებამოსილებაც ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ცნო – თხოვნით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, „იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით“. მათ ასევე წარადგინეს  დოკუმენტები, სადაც წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. „როგორც ირკვევა გახარიას პარტია ბოიკოტს წყვეტს“, – განაცხადა არხმა.

„ჩვენი პარტიის იმ 12 წევრიდან, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა ცნო, 8 წევრი სხვადასხვა საკრებულოს მოქმედი დეპუტატია და ყველა ვალდებულია, საკრებულოს მანდატი დატოვოს“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ პარტიის წევრმა გიორგი შარაშიძემ და დასძინა, რომ „ოცნება პროცედურული საკითხის პროპაგანდისტულად შეფუთვას ცდილობს“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა