გახარიას პარტია პარლამენტში შევიდა

10 hours ago 2

გახარიას პარტიის პირველი დღე პარლამენტში – ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ ექსპრემიერის გუნდი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. “საქართველოსთვის” წევრებისთვის უკვე მზად არის კაბინეტებიც.გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ “ოცნებას” ლეგიტიმაციის პრობლემა ნამდვილად ჰქონდა, თუმცა 4 ოქტომბრის შემდეგ ვითარება შეიცვალა, რის გამოც მათ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში. “ოცნებას” ნამდვილად ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა, ლეგიტიმაციის კრიზისი ჰქონდა, მას შემდეგ, რაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ და სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც დაიწყოს ეს ბოიკოტის კამპანია, რომელიც დასრულდა 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, ამან, რა თქმა უნდა, “ოცნებას” მისცა დამატებითი საბაბი იმ ლეგიტიმაციის კრიზისის დაძლევის და ამიტომ, თუ ვინმე პასუხისმგებელი არის იმაზე, რომ “ოცნებამ” მოიპოვა დამატებითი ლეგიტიმაციის საფუძველი, ეს, პირველ რიგში, არიან ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულები 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში და რა თქმა უნდა, თავად “ოცნება”, რომელსაც შეეძლო, მაგრამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა ეს პროვოკაცია, – ამბობს გიორგი შარაშიძე.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ გახარიას გუნდიც “ოცნების” მიერ ასაკრძალ პარტიათა სიაში მოხვდება, შარაშიძე ამბობს, რომ “მარჩიელობას ვერ დაიწყებს”.

წყარო: ტვ პირველი

სრულად წაკითხვა