საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას „გახარია-საქართველოსთვის“ ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნების“ ლიდერთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კითხვები აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით.
შალვა კერესელიძის სახელით გაგზავნილ განცხადებაში ჩამოთვლილია პარტიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები:
- „საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანხმობის ასლი“;
- „ბიზნესსუბიქტების ჩამონათვალი, რომლებმაც აღნიშნული საქონლის მიწოდება განახორციელეს“;
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი კონკრეტული მიზანი და კანონისმიერი საფუძველი, რის გამოც აღნიშნული თანხმობა გაიცა“;
- „მიწოდებული საქონლის რაოდენობა, მიწოდების პერიოდი და საქონლის საბოლოო დანიშნულება“;
- „რა მარშრუტისა და პროცედურების გავლით შევიდა აღნიშნული საქონელი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“;
- ,„არსებობს თუ არა რაიმე სახის მომართვა/თხოვნა საქართველოს მთავრობისადმი აღნიშნული საქონლის მიწოდებაზე, დადებითი პასუხის შემთხვევაში მოგვაწოდეთ ამ მომართვის ასლი“.
საქართველოს კანონმდებლობით ირაკლი კობახიძე ვალდებულია 20 დღეში დაუბრუნოს ირაკლი კერესელიძეს პასუხი.
radiotavisupleba ახალი ამბები