“მათი დაკითხვა არის არარელევანტური, ხელს არ შეუწყობს საქმის ეფექტურად განხილვას და ზოგადად, უდაო ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც კითხვის ნიშნები შეუძლებელია დაისვას, მოწმეთა დაკითხვა ვერ დაკმაყოფილდება” აღნიშნა საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა “გახარია საქართველოსთვის“ მიერ დაყენებული შუამდგომლობა, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური პირების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოწმის სახით გამოკითხვას შეეხებოდა.
გადაწყვეტილება რევაზ ნადარაიამ დღევანდელი სხდომის გახსნისთანავე გამოაცხადა.
odishinews საერთაშორისო