გდდ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა

16 hours ago 2

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა.

იგი 28 ნოემბრის აქციების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან, ახლა კი გამოავქეყნა ფოტო, სადაც ოჯახთან ერთად აეროპორტში, ბილეთებითაა.

„ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. გიორგი ჩიკვაიძე, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის საელჩოს. განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. P.S. მალე დაგიბრუნდებით“, — წერს იგი.

სრულად წაკითხვა